
ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით 7.26%-ს შეადგენს - ცესკო
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - მეორე ტურის მიმდინარეობისას 10:00 საათის მონაცემებით, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 255 251-მა ადამიანმა, ანუ რეგისტრირებული ელექტორატის 7.26%-მა.
პირველ ტურთან შედარებით აღნიშნული მონაცემი გაზრდილია.
პირველ ტურში აქტივობა 6.15% იყო.
კომენტარი