
ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის Twitter-ზე გავრცელდა.
ის 23 იანვარს დილას გარდაიცვალა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში. იანვრის დასაწყისში ის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს.
2017 წელს კი ტელეწამყვანს ფილტვის კიბო დაუდგინეს. ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში მას თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენზე“ მიჰყავდა. ბოლო წლებში ის ტელეკომპანია Russia Today-ში მუშაობდა.
კომენტარი