ვანო მერაბიშვილი: ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ყველა საკითხზე იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მოხდა. პრემიერმა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ყველა შეკითხვას პასუხი გასცა...
მერაბიშვილის თქმით, მთავრობამ, მისი ხელმძღვანელობით შექმნა ოთხ წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი პრინციპებიც არის უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ პრობლემის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. ასევე ხელმიწასვდომი ჯანდაცვა და სოფლის აღორძინების პროგრამა...
ჟურნალისტის შეკითხვაზე, კვლავ კარგ მენეჯერად რჩებით? პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის კვლავ რჩება კარგ მენეჯერად და პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს თავის გუნდთან ერთად.
ვანო მერაბიშვილმა კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ იცნობს. „ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. სამაგიეროდ, ვიცნობ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა“.
მერაბიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ის კარგად იცნობს იმ ადამიანებსაც, რომლებიც ბიძინა ივაბიშვილის გვერდით არიან.
„მე მაქვს ჩემი აზრი ივანიშვილის გარემოცვაზე და მგონი, საქართველოს მოსახლეობის აზრი მათზე და ჩემიც - ერთმანეთს ემთხვევა. წლების განმავლობაში ვხედავდით, თუ რას აკეთებდნენ ეს ადამიანები“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გადაცემაში, ვანო მერაბიშვილმა მთავრობის სამოქმედო პროგრამაზე - „მეტი სარგებელი ხალხს“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებები, თითქოს მან მოიპარა სხვისი პროგრამა - აბსურდია.
მერაბიშვილის თქმით, ის არ გალანძღავს მის არცერთ პოლიტიკურ ოპონენტს და მოუწოდებს მათ, საქმის კეთებაში შეეჯიბრონ ერთმანეთს - ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვაში და არა ერთმანეთს კრიტიკაში...
„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და არა ცალკეული პოლიტიკოსი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ჯანდაცვის სფეროს მისახედად ჩვენ თოფი არ გვჭირდება და მადლობა ღმერთს, რომ ისტორიას ჩაბარდა ის დროს, როცა საჭირო იყო თოფი, რათა საქართველოში სიმშვიდე ყოფილიყო“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი!
კომენტარი