სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიქმნა მსოფლიოში პირველი სასტუმრო განქორწინებისათვის

სასტუმროს ფორმატი შეიძლება გათვალისწინებული იყოს ბიზნესმენების, პენსიონერების, ახალგაზრდების ან ბავშვებიანი წყვილებისათვის. ჰოლანდიელ ბიზნესმენ ჯიმ ჰალფენსს თავში ერთი უცნაური იდეა მოუვიდა, მან გადაწყვიტა სასტუმრო შეეექმნა იმ წყვილებისათვის, რომლებიც განქორწინებას აპირებენ.

ჰალფენსმა იდეის განხორციელება შეძლო და ...–ის ფორმატის სასტუმრო შექმნა. დაწესებულებას სტუმრობენ ის წყვილები, რომლებსაც განქორწინება აქვთ გადაწყვეტილი. კონკრეტული ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე იურისტები განქორწინებისათვის სათანადო დოკუმენტებს ამზადებენ. პარალელურად თავად „უკვე აღარ მეუღლეები“ ოჯახის ფსიქოლოგთან საუბრობენ.

პროცედურა მხოლოდ ორი დღის განმავლობაში გრძელდება; პარასკევს საღამოს სასტუმროში მისული დაქორწინებული წყვილი, კვირას ოფიციალურად განქორწინებული ტოვებს მას. მომსახურების ღირებულება 3500–დან 10 000 დოლარამდე მერყეობს.

ჯიმ ჰალფენსმა სწორად გათვალა თავისი ბიზნესი იმ ქვეყანაში, სადაც სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება, ხოლო ადვოკატების მომსახურება 20 000 დოლარამდე აღწევს.

ცოტა ხნის წინ, მსგავსი სასტუმროები აშშ–შიც გაიხსნა, როგორც ჩანს ჰოლანდიელი ბიზნესმენის იდეა ბევრს მოეწონა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100