სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში და დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოში - თოვლი, დასავლეთში - წვიმა

საქართველოში უამინდობაა. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, ზოგან კი უკვე მეტრნახევარს მიაღწია.

აღარ თოვს სამეგრელოში, მაგრამ სიტუაცია ისევ მძიმე რჩება. ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, რადგან დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ჭიათურასა და ბაღდადში, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, რამდენიმე საათით ჩაიკეტა გზები, მსუბუქმა ავტომანქანებმა და მიკროავტობუსებმა გადაადგილება მხოლოდ სამაშველო სამსახურის ჩარევის შემდეგ შეძლეს.

აჭარის მაღალმთიანეთში, სოფელ პაპოშვილებში მეწყერში მოჰყვა სასაფლაო. აქ დაახლოებით 5-6 ჰა მიწა ჩამოიშალა, რის შემდეგაც საფრთხე შეექმნა მოსახლეობას. მათთვის ალტერნატიული, დროებითი საცხოვრებელი ფართის მოძიება აჭარის მთავრობამ ითავა. შეფერხების გარეშე შეიძლება გადაადგილება რიკოთის უღელტეხილზე, მაგრამ გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე, ცუდი ხილვადობის გამო გადაადგილება შეუძლებელია.

მეტეოროლოგიური პროგნოზი უახლოეს დღეებში დამშვიდების საშუალებას, ჯერჯერობით, არ იძლევა. მათი თქმით 15-16 მარტის შემდეგ საქართველოში ახალი ცივი ჰაერის მასები შემოვა. რაც შეეხება გამოდარებას, მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას მხოლოდ 19 მარტის შემდეგ ვარაუდობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100