სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახარიას 8 სიმართლე ვესროლე და 8-ვე მოხვდა შუბლში - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, მან არა 8 ტყული თქვა, არამედ 8 სიმართლე ესროლა პრემიერს და 8-ვე შუბლში მოარტყა.

გოცირიძემ განაცახდა, რომ სიმართლის მოსმენის შემდეგ პრემირი ტრიბუნიდან გაიქცა.

"თურმე კობახიძეს განუცხადებია, რომ თურმე რომან გოცირიძემ 5 წუთში8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში იყო საქმე შემდეგნაირად: 8 სიმართლე ვესროლე და 8-ვე მოხვდა შუბლში. აი, ეს არის სიმართლე. ამიტომ, პრემიემინისტრმა დღეს, ფაქტობრივად ფარხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერცერთ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტში მოსული პრემიერმინისტრისთვის კითხვის დასმისას, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100