КВН–ზე შესრულებული მედვედევის ცეკვის პაროდია რუსული ტვ–დან ამოჭრეს (ვიდეო)
იურმალაში, КВН–ის ფეტივალზე გუნდ “პრიმას” მიერ შესრულებული პაროდია მედვედევის ცეკვის შესახებ რუსული ტელეარხების ეთერში ვერ მოხვდა: რამდენიმე ტელეარხმა, მათ შორის ცენტრალურმაც, КВН–ის საეთეროდ მზადების მონტაჟისას პაროდია ამოჭრა, თუმცა, ამის შესახებ “პრიმას” წევრებმა არაფერი იცოდნენ. – ინფორმაციას ამის შესახებ დღეს “ბი–ბი–სი”–ს რუსული სამსახური აქვეყნებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, ნატალია ტიმაკოვა აცხადებს, რომ კრემლში არ იციან, რატომ ამოჭრეს პირველი არხის ეთერიდან პაროდიის ეპიზოდი.
თავის მხრივ, “დრონი.ჯი” შეგახსენებთ, რომ საუბარია იურმალაში ჩატარებულ სწორედ იმ КВН–ფესტივალზე, სადაც ბალტიისპირელებმა უარი განაცხადეს კონკურსის ფინალური ეტაპის მონაწილე აფხაზური გუნდის დაშვებაზე და “არასათანადო ვიზების” გამო საზღვრის გადალახვის უფლება არ მისცეს.
რაც შეეხება მედვედევის ცეკვის პაროდიას, “ბი–ბი–სი”–ს რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო “იუთუბიდან”, სადაც აღბეჭდილია КВН ეპიზოდი, რომელიც რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ეთერში ვერ მოხვდა. მედვედევის პაროდისტი მართლაც შესაშური სიზუსტით გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი, “ორიგინალი” ცეკვის მანერებს.
მედვედევის ცეკვის “ორიგინალი” ამავე სიმღერაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ. , ხოლო კურსდამთავრებულებთან მისი ცეკვის ნახვა კი აქ.
კომენტარი