სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თაკოს ქმარი საბერძნეთშია, ოჯახში არ იციან შეძლებს თუ არ ჩამოსვლას...ბოლო გასავლელი გზა ზეგ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ზეგის ზეგ გადაწყდა. რა ქნან, უჭირს ოჯახს"

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ია გულიაშვილი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცრემლიან პოსტს წერს:

„25-ის ათვლა ვერ მოასწრო გოგომ, სექტემბერი უმისოდ მოვა. ვერც სიცოცხლე მოიბეზრა, მისი სიყვარული არ აცალეს. მალე მიწის გულში გადაინაცვლებს - განაჩენი ასეთი გამოუტანა არაკაცმა!
ულამაზესია. ბიჭი შეუყვარდა. მასაც, გაგიჟებით. ჯერ ერთი ვაჟი გაჩნდა, მერე მეორე, სიყვარულის ნაყოფად. აღზრდის ტვირთი მარტოს დააწვა. ბიჭი საბერძნეთშია. ოჯახში ელიან, არ იციან, შეძლებს თუ არა ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები.
ქალად იქცა თუ არა, ღირებულებები დათვალა. სწავლა მოისურვა, ძალები მოსინჯა. ბიზნესმა გაიტაცა. ოჯახმა ვალი აიღო, ორი თვის გადასახადიღა დარჩა...
დედამ და მამამ გზები გაიყვეს. მამას უკვე შვილებიც ყავს. დედა სხვა კაცზე გათხოვდა, მაგრამ მოძალადე მალე მიატოვა. გოგომ დედის დაცვა სცადა. მას არჩევანიც დაუწუნა. შურისძიების ობიექტად სწორედ თვითონ იქცა.
უთვალთვალა, ულამაზესი ყელი გამოღადრა და სისხლით გაბერილმა მძორმა შვებით ამოისუნთქა. დასჯილი დედა შვილს გლოვობს. სიყვარულის ორი ნაყოფი, პატრონს ეძებს და მის უკან დაბრუნებას ელის. არ იციან, რომ თვალებში ჩამდგარმა მტაცებელმა გოგოს თავი სამუდამოდ წაართვათ.
ბოლო გასავლელი გზა ზეგ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ზეგის ზეგ გადაწყდა. რა ქნან, უჭირს ოჯახს.
გოგო დედისეულ სოფელს ორი დღის წინ დაუბრუნეს. იქ, სადაც ცა სამუდამოდ ჩამოწვა“...

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩის 77 ნომერში 25 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ ვეფხია ბაქრაძე შემთხვევიდან მეორე დღეს, სოფელ თელეთში დააკავეს. ასევე, დაკავებულია პირი, ვინც მკვლელობაში ბრალდებული სახლში შეიფარა. გამოძიება წარსულში ნასამართლევ ბაქრაძეს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. მუხლი 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100