სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სროლა YouTube-ს ოფისში - რა მოხდა კალიფორნიაში?

რამდენიმე საათის წინ კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში YouTube-ს ერთ-ერთ ფილიალში სროლა იყო. როგორ ადგილობრივი მედია აცხადებს, სროლას წინ უძღოდა კონფლიქტი და დაპირისპირება.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სროლის შედეგად კი ოთხი ადამიანია დაშავებული.

ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი ნასიმ აღდამი იყო, რომელიც შავ სამოსსა და თავსაბურავში გამოწყობილი შეიჭრა ოფისში. როგორც განცხადებაში ნათქვამია, მისი ქმედება ტერორიზმს არ უკავშირდება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100