სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 წლის ქალმა კოლმეურნეობის მოედანზე იმშობიარა

27 წლის ქალმა კოლმეურნეობის მოედანზე, ავტობუსების გაჩერებაზე იმშობიარა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს მას მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო. გამვლელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ექიმებს ქალბატონისთვის სათანადო დახმარების გაწევა ადგილზე მოუხდათ. ახალშობილი და მისი დედა საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას კლინიკაში არიან გადაყვანილი და ისინი თავს კარგად გრძნობენ.ახალშობილი მდედრობითი სქესისაა, 2 კგ და 700 გრამს იწონის და სიგრძეში 50 სმ-ია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100