
მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ავარია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ავტომობილია დაზიანებული.
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.
კომენტარი