
შსს-მ ლოპოტას ხეობაში აღმოჩენილი ჯგუფის სავარაუდო მეთაური დააკავა
შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლოპოტას ხეობაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი დააკავეს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, ახმედ ჩატაევი.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატაევი დაკავებისას დაჭრილი იყო, თუმცა, მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამჟამად დაკავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"შსს აგრძელებს ძებნის სამუშაოებს ლოპოტას ხეობაში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კომენტარი