შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს ბანკზე
შეიარაღებული თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე შენობას თავს ერთი შენიღბული პირი დაესხა.
თავდასხმა საღამოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის მოხდა. უცნობია, რა თანხის გატაცება მოახერხა თავდამსხმელმა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" ეს ფილიალი უკვე მეორედ დააყაჩაღეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარი