სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილმა პუტინს პირისპირ უთხრა: „უმჯობესია, საქართველოს ყველამ თავი გაანებოს!..“ (ვიდეო)

სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს სამიტის ფარგლებში სააკაშვილი-პუტინის შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი: როცა პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ, პუტინმა გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ სოჭში იმყოფებოდა და „იქედან აფხაზეთი იმდენად ახლოა, რომ ფეხით გადასვლაც კი შეიძლება“.

ამ ფრაზის შემდეგ მან წასვლა დააპირა და წესით, სააკაშვილიც თან უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ საქართველოს პირველმა პირმა ვლადიმირ პუტინიც შეაჩერა და მის რეპლიკას მისივე თანდასწრებით უპასუხა:

“ერთი წუთით... აი, ახლახან, ვლადიმირ ვლადიმირის ძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როცა აღნიშნა, რომ სოჭიდან აფხაზეთამდე ერთი ფეხის ნაბიჯია, ხოლო აფხაზეთი საქართველოა, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარებოდა.

ეს ერთი და მეორე: რუსეთი უდიდესი ქვეყანაა, დღესაც ვაკვირდებოდი თვითმფრინავიდან, ეს კარგად ჩანს – ბევრად დიდი, ვიდრე საქართველოა. საქართველო პატარა, ლამაზი ქვეყანაა და უმჯობესია, მას თავი გაანებონ – ჩვენ უკვე არავისთვის არაფერი აღარ გვაქვს დასათმობი. ვერც ერთ მეტრს ვერც აფხაზეთისა და ვერც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ვერავინ ვერასდროს მიიღებს და ეს ყველამ უნდა შეიგნოს“. – ტრიბუნაზე ხელებდაყრდნობილი პუტინი ამ ფრაზას უხერხული ღიმილით ისმენდა და, როგორც ჩანს, კარგადაც იმახსოვრებდა... შეხვედრა 2006 წელს შედგა.

შენიშვნა: მიხეილ-სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისა და ურთიერთობის სხვა დეტალების შესახებ სტატიას აქ წაიკითხავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100