"ასე გახდა ჩემი ნიკული უფროსი ძმა" - თინა ბოკუჩავას ტყუპები შეეძინა: რას წერს პოლიტიკოსი "ფეისბუქზე"?
თინა ბოკუჩავა ტყუპების დედა გახდა. პარლამენტარმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. თინამ ტყუპ ბიჭს ლუკა და სანდრო დაარქვა... "ასე გახდა ჩემი ნიკული უფროსი ძმა Welcome to the world Luka & Sandro" - წერს დეპუტატი... ბოლო თვეებში თინა პოლიტიკურ გადაცემებში ნაკლებად აქტიურობდა, როგორც აღმოჩნდა საპატიო მიზეზი ჰქონდა. პროფესიით იურისტი თინათინ ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსია. მან განათლება უცხოეთში მიიღო - 2009 წელს დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა შტატებში სმიტის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. თინას ჰყავს ლექტორი მეუღლე კონსტანტინე იოსელიანი და უფროსი ვაჟი ნიკო, რომელიც 2015 წელს შეეძინა.
კომენტარი