სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს არის სრული სიცრუე, თითქოს რუსთავის N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი - პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა.

ეს არის სრული სიცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია, პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას.

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პირადად პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე აკონტროლებს ვითარებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100