სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ სტრასბურგმა დააკმაყოფილა საჩივარი, გამოძიება დაიწყება ახლიდან და ყველა, ვინც ორსული მაგდა ცემა პასუხისგებაში მიეცემა" - აი, რას უმხელს ლანა პაპიძე დრონი.ჯი-ს

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოსთვის, მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის საჩივარი მოამზადა, რომელიც უკვე გადაიგზავან სტრასბურგში.

საჩივარი პაპიძის მიმართ პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურებსა და არაეფექტურობას ეხება. პაპიძე საჩივარში დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებაც გაავრცელა.

ჩვენ საქმის დეტალებით დავინტერესდით და მაგდა პაპიძის დას დავუკავშირდით. აი, რა განაცხადა ლანა პაპიძემ დრონი.ჯი-სთან საუბარში:

დრონი.ჯი: გაქვთ თუ არა მოლოდინები, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ საჩივარს? და თუ დააკმაყოფილებს, თქვენი აზრით, დაიწყება თუ არა საქმის ხელახალი განხილვა?

ლანა პაპიძე: თუ სტრასბურგმა დააკმაყოფილა ჩემი დის ცემის და წამების ფაქტი, რაც დაჭერის დროს დიღმის პოლიციაში მოხდა, ფეხმძიმე გოგო თუ ნაცემია იმ ღამეს, ჯერ საქმე არ იყო გამოძიებული, რომ წიხლით შედგნენ, ამის შემდეგ დატრიალდება ყველაფერი თავდაყირა. ანუ თუ სტრასბურგმა დააკმაყოფილა ყველაფერი, ამ საქმის განხილვა და გამოძიება დაიწყება ახლიდან. ის მიჩქმალული დეტალები, რომელიც არ გამოიძიეს, ვიდეო-კამერების ჩანაწერები, რომელსაც ვითხოვდით რომ ამოეღოთ მაღაზიიდან, არ ამოიღეს და არ დაურთეს საქმეს, ეს ყველაფერი ახლიდან დაიწყება.

თუ დააკმაყოფილა ყველაფერი სტრასბურგმა, ეს მის სასჯელსაც შეეხება, ნუ ყველაფერი გადაიხედება. ამას ლოდინი სჭირდება რათქმაუნდა, მაგრამ იქ გაგზავნილი ბევრი საქმე გამარჯვებით დასრულებულა და მე ამის იმედი ნამდვილად მაქვს.

თუ ეს სარჩელი დადასტურდება ყველა ის პირი, ვინც ჩემი და სცემა პასუხისგებაში მიეცემა. მაგდას ყველა იმ პოლიციელის სახე ახსოვს კარგად, ვინც იმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩემზეც ახდენდნენ ზეწოლას, მაგრამ მე ფსიქოლოგიურად ვერ გამტეხეს, სასწაული დღეები გამოვიარე მაგათ დღეში, ჯერ ჩემი გარდაცვლილი დისშვილი რომ ლეკვად მოიხსენიეს, მაგან სულ ამჭრა.

ასე არ დარჩება ეს საქმე... ჯერ გამოძიება არ ჰქოდნათ დაწყებული ცემა-ტყეპა გამართეს ფეხმძიმე გოგოსი, აქ მაგდაზე კი არ იყო ლაპარაკი ასმეთაურზე და გენერალზე იყო საუბარი, ჩემი სიძის სულს არ სცეს პატივი და ჩემი გარდაცვლილი თოკოს სულს არ სცეს პატივი. ამ ცემის ფაქტებს მე კი არ ვიგონებ, ჩემს დას სურათები გაუგზავნა ციხეში უჩა ნანუაშვილმა და ეს მასალა მე სახლში მიდევს, შოკი მივიღე, რომ ვნახე ისეთი დაზიანებები ჰქონდა მაგდას.

კიდევ მინდა გითხრათ, რომ დღემდე არ დაუბრუნებიათ ჩემთვის მაგდას ტელეფონი, ომი მაქვს ჩემი დის ტელეფონზე, იმიტომ რომ ზღვა მასალაა იმ ტელეფონში ჩემი დის სასიკეთოდ. ტელეფონის ამ დრომდე არდაბრუნება ბევრ რამეზე მუთითებს... მეტი არ მინდა ეს ტელეფონი დააფდეითებული დამიბრუნდეს და მასალა იყოს წაშლილი. იქ ძალიან ბევრი ვიდეოა, თუ როგორ უვლიდა თოკოს. მე მაინტერესებდა ზარები ჩემი დისგან იყო შესული სასწრაფოში და პატრულში თუ არა. მერე გავიგე, რომ მაგდას დაურეკია სასწრაფოშიც და პოლიციაშიც. ბევრი კითხვაა ამ საქმეში და ბევრი უზუსტობა, მე იმედი მაქვს, რომ სტრასბურგიდან ის პასუხი ჩამოვა, რასაც ჩვენ ველოდებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100