"უცნაური დანაშაული" - 64 წლის პენსიონერმა ახალგაზრდა ქალი მოკლა
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ახალგაზრდა ქალს, რომელიც პარკში 4 წლის შვილს ასეირნებდა თავში რკინის ნაჭერი დაეცა. დაზარალებული მძიმე დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ქალი გარდაიცვალა.
როგორც სამართალდამცავებმა გაარკვიეს 10 კილოგრამიანი რკინის ნაჭერი მეთექვსმეტე სართულის ფანჯრიდან 64 წლის პენსიონერს გადმოუვარდა. აღსანიშნავია ისიც რომ მოხუცი ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო.
სამართალდამცავებმა პენსიონერი დააპატიმრეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
კომენტარი