გოგრის ტორტი
მასალა:
ცომისათვის:
250 გრამი ფქვილი
150 გრამი კარაქი
1 ჩაის კოვზი შაქარი
ცოტა მარილი
შიგთავსისათვის:
1 კილოგრამი გოგრა
100 გრამი შაქარი
2 სუფრის კოვზი კონიაკი
2 ცალი კვერცხი
4 სუფრის კოვზი რძე ან ნაღები
ცოტა მუსკატი
¼ ჩაის კოვზი კოჭა
½ ჩაის კოვზი დარიჩინი
მარილი დანის პირზე
½ ლიმონის გახეხილი ცედრა
კარაქი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მარილი, გავაბრტყელოთ ცომი და 1 საათით დავდგათ ცივ ადგილას. გოგრა გავასუფთავოთ და მოვაშოროთ თესლი. ჟარუნაზე დავაწყოთ გოგრის ნაჭრები, მოვათავსოთ ღუმელში და ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში, გოგრა უნდა დარბილდეს, რომ ადვილად გავატაროთ საცჩიქვი.
მიღებულ გახეხილ მასას (დაახლოებით 1 ჭიქა) შევურიოთ შაქარი, კონიაკი, კვერცხის გულები, რძე და სპეციები. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ფრთხილად შევურიოთ მიღებულ მასას. ცომი გაავბრტყელოთ. ტორტის ფორმაში მოვათავსოთ ცომი, რომლის კიდეებიც ზემოთ ავწიოთ და ფორმაში ჩავასხათ მომზადებული მასა. ტორტი შევდგათ გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე. შემდეგ დავაკლოთ ცეცხლი და გავაგრძელოთ ცხობა კიდევ 30 წუთი.
კომენტარი