
ევროკომისიამ Google რეკორდული თანხით დააჯარიმა
ევროკომისიამ Google-თან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. აღნიშნული გამოძიება ჯერკიდევ 2010 წლის ნოემბერში დაიწყო. სარჩელი ისეთმა საძიებო სისტემებმა აღძრეს, როგორიცა Bing, Opodo, eDreams და კიდევ 13-მა მსგავსმა კომპანიამ. ისინი Google-ს საკუთარი რეკლამების გავრცელებასთან დაკავშირებით მანიპულაციაში სდებდნენ ბრალს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკომიანიამ Google-ს ორი კვირა მისცა აღნიშნული ვითარების გამოსასწორებლად. ანუ კომპანიამ ყოველგვარი უკანონო რეკლამა უნდა აიღოს და ამის საფუძველზე ხელი აღარ უნდა შეუშალოს კონკურენტების მუშაობას.
Google-ს კი რომელიც ევროპაში საძიებო სისტემის 90 პროცენტს აკონტროლებს, ორი ვარიანტი რჩება - ან წავიდეს დათმობაზე და საკუთარი პოლიტიკა შეცვალოს, ან გადაიხადოს ევროკომისიის მიერ დაკისრებული რეკორდული ჯარიმა, 3,9 მილიარდი ამერიკული დოლარი.
სამწუხაროდ ჯერჯერობით უცნობია თუ რა ზომებს მიიღებს კომპანია. ამ დროისათვის Google-ს ხელმძღვანელობა მსჯელობს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
კომენტარი