
ბათუმში მე-11 სართულიდან ქალი გადავარდა და გარდაიცვალა
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-11 სართულიდან ქალი გადავარდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარი