
„Toyota Prius“ მეტად ეკონომიური იქნება
ჰიბრიდული ავტომობილი „Toyota Prius PHEV“-მ, რომლის დებიუტიც 2009 წლის ლოს-ანჯელესისი ავტოსალონში შედგა, მსოფლიოს პირველი მასიური ჰიბრიდული ავტომობილის სტატუსი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კომპანია განახლებული მოდელის აწყობას გეგმავს. სერიული მოდელი 2012 წლისთვის გამოჩნდება. იაპონური ავტომწარმოებელი, „Prius“-ის ახალი თაობის პროტოტიპში რამდენიმე ცვლილების შეტანას გეგმავს.
ავტომობილს ახალი გადაცემათა კოლოფი ექნება, რომელიც მოდელს ელექტრო ენერგიის ეკონომიაში დაეხმარება. „Prius PHEV“-ის ბატარიებს ნიკელის ბატარიები შეცვლის, რომლებიც მეტად გამძლე და ამასთანავე საკმაოდ ეკონომიურია.
კომენტარი