
როდის გამოვა გაყიდვაში iPhone 6?
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს ინფომაციას, რომ აიფონ 6 გაყიდვაში 2014 წლის 14 ოქტომბერს გამოვა.
ამ დრომდე საუბარი იყო, იმაზე რომ ახალი აიფონი სექტემბერში გამოჩნდებოდა ბაზარზე, თუმცა როგორც ჩანს ის იგვიანებს.
როგორც ცნობილია ეფლი პირველ ეტაპზე 70-80 მლიონი ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს, გადაწყვეტილია აიფონ 6-ის ორი ვერსიის გამოშვება, მათი ეკრანების დიაგონალი 40,7 და 5,5 დიუმი იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ აიფონ 6 ზომაში ყველა წინამორბედზე დიდი იქნება.
კომენტარი