
“Volkswagen Beetle” ლიმუზინად იქცა
ამერიკულმა კომპანია „Route 22 Limousine“-ამ ავტო ბაზარზე ლიმუზინად გადაკეთებული 1999 წლის „Volkswagen Beetle“ გამოიყვანა. ავტომობილი მრავალფუნქციურია. „Volkswagen Beetle“ კორპუსი თეთრია, სალონი ტყავის სავარძლებისა და შესაბამისი აქსესუარებითაა შექმნილი. სალონში მას თანამედროვე ტექნიკა, მინი-ბარი, დამამშვიდებელი სანათურები და სარკისებრი ჭერი აქვს.
ავტომობილის ღირებულება 45 ათასი ამერიკული დოლარია. ახალ მოდელს ორლიტრიანი ძრავი და ოთხსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. ლიმუზინის მაქსიმალური სიჩქარე კი 100 კმ/სთ-ია. ავტომობილი საიმედო, კომფორტული და უსაფრთხოა.
კომენტარი