
9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ
იტყობინება:
9 აგვისტოდან
12 აგვისტომდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 9 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარი