სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ გაჩერდებით და თამაშში აყვებით, ლილო მოლის დონის ბიზნეს-ფიგურად გაქცევთ" - გიორგი კაპანაძის მიმართვა მამუკა ხაზარაძეს

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი კაპანაძის მიმართვა მამუკა ხაზარაძეს:
"მამუკა ხაზარაძე
ღიად და საჯაროდ მოგმართავთ:
თიბისი ბანკის აქციები 360 მლნ დოლარით დაეცა, შესაბამისად, თქვენ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკურად მოტივირებული შეტევის გამო, დაახლოებით 65 მლნ დოლარი დაკარგეთ.
ერთი თვის წინ ბირჟაზე აქციები რომ გაგეყიდათ, ახლა 65 მილიონით მდიდრები იქნებოდით.
იცოდეთ რომ ოლიგარქი ამით არ კმაყოფილდება...
შემდეგი ნაბიჯი იქნება ბანკის აქციების იძულებით გაყიდვა დისქაუნთით.
დაუნდობელია ის ოლიგარქი და ეს თქვენც კარგად დაინახეთ...
ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია:
გამოიყენოთ კომიტეტის სხდომა და ღიად დაარქვათ ყველაფერს თავისი სახელი...
ხომ იცით რომ ივანიშვილი ასრულებს რუსეთის დავალებას, აჩერებს ანაკლიას და სურს ხელში ჩაიგდოს თიბისი - ყველაზე ბინძური მეთოდებით?
მას ახლა დაგეგმილი აქვს რომ ჩამოგაცილონ ანაკლიის პროექტსაც, აი, ასეთი გეგმით: ხელისუფლება დაიბარებს ანაკლიის კონსორციუმის უცოელ ინვესტორებს და ეტყვის რამ მაგარი პროექტია, როგორ გვინდა დაგეხმაროთ, მაგრამ ვერ ვიზამთ - ფულის გამთეთრებელი გყოლიათ ქართველ პარტნიორადო.
შესამაბისად, მობრუნდებიან ეს ინვესტორები და გეტყვიან: წადით პროექტიდან, ხელი გვეშლება თქვენს გამოო (რაც უკვე მოხდა ბანკის შემთხვევაში).
ხოლო თუ კეთილსინდისიერები იქნებიან და მაშინვე არ მოითხოვენ თქვენს გადაყენებას, ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილებას ფარულად დაბლოკავს და ერთ წელში მაინც მიაღწევს ბოროტ მიზანს.
ამიტომ, სამშაბათამდე უნდა გადაწყვიტოთ: მისცემთ რუსული მენტალიტეტის მქონე მაფიოზს თქვენი კარიერისა და რეპუტაციის ბოლომდე განადგურების უფლებას თუ იბრძოლებთ ღიად და საჯაროდ?
პირდაპირ გეტყვით: ივანიშვილი არ დაგიჭერთ, მაგრამ თუ გაჩერდებით და თამაშში აყვებით, ლილო მოლის დონის ბიზნეს-ფიგურად გაქცევთ და მაშინ უკვე, აღარ იქნებით საშიში ოლიგარქიული მახინჯი სისტემისათვის.
ახლა ჯერ კიდევ ხართ..."- წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100