სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მსგავსი მასშტაბის კი არა, საქართველოში 5 და 6-ბალიანი მიწისძვრაც სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა" - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი და რისი გაკეთებაა საჭირო კატასტროფის ასარიდებლად

6 თე­ბერ­ვალს, გვი­ან ღა­მით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა მოხ­და. სე­ის­მო­ლოგ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რემ 7.4 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. ეპი­ცენ­ტრი თურ­ქე­თის ქა­ლაქ გა­ზი­ან­თე­ფი­დან 33 კმ-ის მო­შო­რე­ბით იყო. მას შემ­დეგ არა­ერ­თი ბიძ­გი გან­მე­ორ­და, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ ერთი ძლი­ე­რი მი­წიძ­ვრა მოხ­და. ამ­ჯე­რად 7.5 მაგ­ნი­ტუ­და. მომ­ხდა­რი­დან მალე, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გან­გა­შის უმაღ­ლე­სი დონე გა­მო­ა­ცხა­და და და­სახ­მა­რებ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას მი­მარ­თა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სუ­ლე­ი­მან სო­ი­ლუს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რალ­და 10 ქა­ლა­ქი, მათ შო­რის გა­ზი­ან­თე­პი, მა­ლა­თია, ადა­ნა და დი­არ­ბა­ქი­რი. ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი იგ­რძნო­ბო­და კვიპ­როს­ზე, ეგ­ვიპ­ტე­ში, ლი­ბან­სა და ერაყ­შიც. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­წისძვრის შე­დე­გად 2300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს. მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე გა­ნაგ­რძო­ბენ ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ამოყ­ვა­ნას. სე­ის­მო­ლო­გი ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს, რად­გან ეპი­ცენ­ტრი ჩვენ­გან შორს მდე­ბა­რე­ობს. თუმ­ცა მისი თქმით, მსგავ­სი მას­შტა­ბის მი­წისძვრას სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ქა­ლა­ქე­ბი ვერ გა­უძ­ლებ­დნენ... - ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ამ მას­შტა­ბის მი­წისძვრა კონ­კრე­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში? - მო­სა­ლონ­დე­ლი იყო იმ მხრივ, რომ თურ­ქე­თის სე­ის­მურ რუ­კას თუ და­ხე­დავთ, ეს ზოლი, სა­დაც გამ­თე­ნი­ი­სას მი­წისძვრა მოხ­და, სე­ის­მუ­რად სა­ხი­ფა­თო ზო­ნად არის გა­მო­ყო­ფი­ლი. სე­ის­მუ­რი საფრ­თხის რუ­კა­ზე ეს ორი ზოლი ყვე­ლა­ზე დიდი რის­კის შემ­ცვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა. - მსგავ­სი მას­შტა­ბის მი­წისძვრა, ზა­რა­ლით, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, ბო­ლოს რო­დის მოხ­და მსოფ­ლი­ო­ში? - უფრო დიდი მას­შტა­ბი­საც ყო­ფი­ლა. ჩი­ლე­ში მოხ­და რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა, ია­პო­ნი­ა­ში, 2011 წელს, რო­მელ­მაც ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია, გა­ვიხ­სე­ნოთ ინ­დო­ნე­ზი­ის 2004 წლის მი­წისძვრა, სა­დაც მსხვერ­პლიც გა­ცი­ლე­ბიც დიდი იყო. შე­გახ­სე­ნებთ თურ­ქეთ­შიც, 1999 წელს მომ­ხდარ მი­წისძვრას, იზ­მირ­თან, ოღონდ და­სავ­ლე­თით. მა­შინ თით­ქმის 20 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. თვი­თონ მი­წისძვრა ასე­თი ძლი­ე­რი არ იყო, მაგ­რამ მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ არე­ალ­ში მოხ­და, რა­მაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია. თურ­ქე­თი სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ზო­ნაა. ასე­თი სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 1939 წელ­საც მოხ­და. - უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი ვნა­ხეთ, სა­დაც ჩანს, რომ ერთ ზოლ­ში ზო­გი­ერ­თი კორ­პუ­სი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა და ზო­გიც ხე­ლუხ­ლე­ბად დგას... - ეს ძა­ლი­ან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­რა­თია და პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­ნო­ბე­ბის ხა­რისხთან. ზო­გა­დად, მი­წისძვრის­გან დაც­ვის პროგ­ნო­ზი არ არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად ის, რომ სე­ის­მო­ლო­გებ­მა თქვან, რომ ამა და ამ ად­გი­ლას მოხ­დე­ბა ასე­თი მი­წისძვრა, ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ფიქ­რობს, რომ სა­ერ­თოდ ასე­თი რა­მის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, რო­მე­ლია სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც მდე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის დაც­ვა მა­ინც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ვგუ­ლის­ხმობ აშე­ნე­ბის პრო­ცეს­ში ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. - სი­რია და თურ­ქე­თი, ორი­ვე ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­ნდა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი... - 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი სი­რი­ის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს, მარ­თა­ლია, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, მაგ­რამ სა­ზღვარ­თან ახ­ლოს. რო­დე­საც ასე­თი სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრაა, ბიძ­გე­ბი შორს იგ­რძნო­ბა და ახ­ლოს მდე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და ნგრე­ვაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. - დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ ყვე­ლა ფიქ­რობს, ჩვენც ხომ არ გვე­მუქ­რე­ბა საფრ­თხე? - არა, ეს მი­წისძვრა ჩვენ­გან საკ­მა­ოდ შორს მოხ­და, რომ რა­ი­მე გავ­ლე­ნა­ზე ვი­სა­უბ­როთ. გლო­ბა­ლუ­რად რომ შევ­ხე­დოთ, ერ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნია და ამ დროს არა­ბე­თი ეჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ას. თურ­ქე­თი, ირა­ნი, კავ­კა­სია კი ერთ ზო­ნა­შია. ერ­თსაც გე­ტყვით, კონ­კრე­ტუ­ლად ასე­თი ძლი­ე­რი მი­წისძვრა კავ­კა­სი­ა­ში არ მომ­ხდა­რა. იგი­ვე 1939 წლის თურ­ქე­თის მი­წისძვრა რომ გა­ვიხ­სე­ნოთ. ჩვენს რე­გი­ონს ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი სე­ის­მუ­რო­ბა აქვს, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია სპი­ტა­კის მი­წისძვრის ამ­ბა­ვი გა­ვიხ­სე­ნოთ, 1991 წელს მომ­ხდა­რი რა­ჭის მი­წისძვრა, იგი­ვე სი­დი­დის იყო, რაც სპი­ტა­კის შემ­თხვე­ვა­ში. - დღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ბიძ­გე­ბი აჭა­რის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­შიც იგ­რძნეს. - სე­ის­მურ რუ­კებ­ზე, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც იგ­რძნეს, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, საკ­მა­ოდ შო­რია და ეს ცოტა რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. - სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი მას­შტა­ბის მი­წისძვრა რომ მომ­ხდა­რი­ყო, გა­უძ­ლებ­და ის შე­ნო­ბე­ბი, რაც თბი­ლის­შია? - მსგავ­სი მას­შტა­ბის კი არა, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში იყო, 7-8 ბალი, სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 და 6-ბა­ლი­ა­ნი მი­წისძვრაც კი დიდ ქა­ლა­ქებ­თან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს შეგ­ვიქ­მნი­და. გა­გახ­სე­ნებთ, 2002 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდარ მი­წისძვრას, რომ­ლის მაგ­დი­ტუ­დაც 4.5 ბალი იყო. მა­შინ 12 ათა­სი შე­ნო­ბა და­ზი­ან­და და ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. აი, ეს გვიჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ არ ვართ მზად სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის­თვი­საც კი და ამ მხრივ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ და­უც­ვე­ლე­ბი ვართ. წყარო:ამბები.ჯი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100