სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ წარმოადგენს დღეს ქვეყნისთვის ერთადერთ ძალას, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია

„გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგენს ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს აბსოლუტურად ყველა პრობლემას, შეინარჩუნოს ყველა მონაპოვარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია 2012 წლიდან და ქვეყანა წაიყვანოს წინ - ევროპისკენ და უკეთესი მომავლისკენ.


ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. სამწუხაროდ, პარტიული დღის წესრიგით შეიარაღებული ჟურნალისტი ქმნიდა დესტრუქციულ ნიადაგს და საზოგადოებამ ვერ შეძლო და ვერ გაიგო იმაზე მეტი, რაც ითქვა, მას შეეძლო უფრო მეტის გაგება. ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხავს გასცა ამომწურავი პასუხი და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ წარმოადგენს დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადამწყვეტ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ ძალას. მედიასივრცე და მთლიანად საარჩევნო გარემო არის ისეთ რეჟიმში გადაყვანილი, როდესაც ყოველგვარი მორიდების გარეშე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ე.წ ლიდერები კადრულობენ ყველა ტყუილს და სიბინძურეს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და დაანახა საზოგადოებას სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული ტელევიზია თავისი დღის წესრიგით ცდილობდა ამისთვის ხელი შეეშალა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის ყოველგვარი ექსცესების გარეშე, საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ის არ დაუჭერს მხარს მოსკოვს, კგბ-ს და პუტინს. მწამს, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს საქართველოს, ევროპას და სალომე ზურაბიშვილს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100