ქართველ ტრანსექსუალს ეკლესიამ ბერად აღკვეცის უფლება არ მისცა
გიორგი ჩხარტიშვილმა, იგივე მაცაცომ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, თუმცა მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უთხრა, რომ როგორც ლგბტ პირი, ეკლესიიდან მოკვეთილია და ამის უფლება არ აქვს.
ამის შესახებ თავად მაცაცო გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ჰყვება. ის აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სასულიერო პირის განმარტება. მაცაცო თავადაც აცნობიერებს, რომ ტრანსვესტიტობა სოდომ-გომორის ცოდვაა, მაგრამ, მისი თქმით, ეს ბერად აღკვეცის მსურველისთის დამაბრკოლებელი არ უნდა იყოს.
„რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობდით, რომ მონასტერში წავსულიყავით და ბერად აღვიკვეცებოდი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კაცის ფორმაში მივაკითხე სამების ეკლესიაში მამაოს. არ დამიმალავს, ვუთხარი, რომ “ლგბტ“ ვარ და მინდა ბერად აღვიკვეცო - მეთქი. ძალიან მარტივად მითხრა, რომ შენ ეკლესიიდან მოკვეთილი ხარ და არავინ მიგიღებსო. ამის მერე როგორ უნდა დაიჯერო ეკლესიის, სულიერების, ცოდვების მონანიების. საპატრიარქოს მამაო, რომელიც ადრე კანონიერი ქურდი იყო, ხალხს ყურებს აჭრიდა და დღეს ანაფორები აცვია, რითია ჩემზე უკეთესი? მე რატომ არ უნდა მიმიღოს? სოდომ-გომორის ცოდვა არის, კი, ბატონო, ტრანსვესტიტობა, მაგრამ საპატრიარქოს წარმომადგენლების საქციელი ჩემთვისაც კრიმინალია, მათ, ვინც კრიმინალი იყო და შემდეგ ანაფორა ჩაიცვა. ბერად აღკვეცა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი მომბეზრდა, დავიღალე ასეთი ცხოვრებით. … თითქოს კმაყოფილი ვარ და თავსაც ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საშინელებაა“, - აცხადებს მაცაცო.
კომენტარი