სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

400-მდე მეხანძრე-მაშველმა მაქსიმუმი გააკეთა, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო - ბათუმში სამძებრო სამუშაოები დასრულდა

ბათუმში სამძებრო მუშაობა, სავარაუდოდ, დასრულებულია. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი ჯუმბერ ბათაძე აცხადებს, რომ მეხანძრე-მაშველები კოორდინირებულად მუშაობდნენ და მაქსიმალურად ჩაერთნენ სამუშაოებში.

ბათაძე მადლობას უხდის სამაშველო ჯგუფებს მუშაობისთვის.

"რეგიონებიდან დამატებითი მობილიზება იყო მეხანძრე - მაშველების. წინასწარ შესწავლილ იქნა ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების სავარაუდო ადგილმდებარეობა. სამუშაო რეჟიმი იყო სადღეღამისო ჩანაცვლებით . მაშველებმა მაქსიმალური გააკეთეს, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მათ," - აცხადებს ჯუმბერ ბათაძე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.

ტრაგედიას, ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100