სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის კლინიკური საავადმყოფოს მერვე სართულიდან ქალი გადმოხტა

თბილისის კლინიკური საავადმყოფოს მერვე სართულიდან ქალი გადმოხტა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით იგი კლინიკაში მეუღლის სანახავად იმყოფებოდა, რომელიც კარდეოლოგიური კლინიკის ინტენსიურ ბლოკში გუშინ მოათავსეს.

როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი განმარტავს, ქალბატონი მეუღლესთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგ მან პალატა დატოვა და ფანჯრიდან გადახტა.

ცხედარი დაღუპულის შვილმა ნახა, რომელიც მომხდარი ფაქტის დროს შენობის შესასვლელთან იმყოფებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100