
ვის მისცემდით არჩევნებში ხმას - ალოკაციით, გრიგოლ ვაშაძე 41%-ით ლიდერობს
Edison Research-მა მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოკითხა. ორგანიზაციამ ამომრჩეველს სხვადასხვა შეკითხვა დაუსვა მათ შორის: "დღეს რომ არჩევნების მეორე ტური ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" შედეგების დაზუსტების თვალსაზრისით, ორგანიზაციამ მოსახლეობა ალოკაციით გამოკითხა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 41%;
სალომე ზურაბიშვილი - 36%;
არ ვიცი/ არ ვპასუხობ - 15%;
არც ერთს - 8%.
კომენტარი