
როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და სხვა დარჩენილი შეზღუდვა – ამირან გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ამ თვის ბოლოს შემსუბუქდეს.
“ეპიდსიტუაციას ვაკვირდებით. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე შეიძლება ეს საკითხიც განვიხილოთ. დღეს, შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 -14 დღე უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის შესაბამისად, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადების ვიდეოვერსია იხილეთ აქ
კომენტარი