
ქობულეთში კორონავირუსი სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა - დამსვენებლები საკარანტინო ზონაში იმყოფებიან
ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 18 მობინადრე საკარანტინო ზონაში, ხოლო 3 მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
"გუშინ თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება ქობულეთის კონტაქტები. ჩატარდა PCR გამოკვლევა, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა ქობულეთში, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - თქვა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.
კომენტარი