სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +28, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. გორშიც ნალექიანი ამინდია, +28 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. იწვიმებს. გუდაურში იწვიმებს. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. რუსთავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მცირე წვიმას ვარაუდობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100