სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქალი საავტომობილო მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა..." - საშინელი ავტო საგზაო შემთხვევა

გურჯაანში ავტოავარიას 60 წლამდე ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კოტეხში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქალი საავტომობილო მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე სამართალდამცველების და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100