სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„წელს უძრავი ქონება მნიშვნელოვნად არ გაძვირდება“

ვინ შეიძლება გახდეს მაკლერის „მსხვერპლი“?

საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტაბილურია და წლის ბოლომდე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ commersant.ge-სთან საუბარში უძრავი ქონების სააგენტო „ბონუსის“ დირექტორი ილია ინაშვილი აცხადებს.

„განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა კომერციულ ფართებზე, როგორც ყიდვაზე, ისე იჯარაზე. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით შესამჩნევი ივნისსა და ივლისშია. ასევე გაიზარდა მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზე, მაგრამ მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე. არ ვიცი, რასთან არის დაკავშირებული ეს მოთხოვნა, მაგრამ შესამჩნევი აშკარად არის. კომერციული ფართების შეძენით, უმეტესად უცხოელები არიან დაინტერესებული. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, მოთხოვნა ძირითადად, 1000–2000 კვადრატული მეტრის მიწაზეა. ამ მიწას იძენენ კომპანიები, რომელთაც ნაკლები კაპიტალი აქვთ, ან კომპანიები, რომლებიც გრანდიოზული პროექტების განხორციელებას ერიდებიან,“ – აცხადებს ილია ინაშვილი.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე უძრავ ქონებაზე ფასის უმნიშვნელო, 10 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი, რაც სტაბილური ქვეყნისთვის სრულიად ნორმალური მოვლენაა. ნორმალური მოვლენაა ისიც, რომ ბინის ყიდვა– გაყიდვას მომხმარებელი ცივილური გზით – საბროკერო სააგენტოების მეშვეობით ახორციელებს. „ბოლო დროს საბროკერო მომსახურებით გაცილებით მეტი ადამიანი სარგებლობს, ტენდენცია მზარდია, საბროკერო კომპანიების ნდობა იზრდება, რაც მნიშვნელოვანი მომენტია. ასეთი მომსახურებით სარგებლობისას, ჯერ ერთი კლიენტი დაზღვეულია გაუთვალისწინებელი რისკებისგან და მეორეც, ამ შემთხვევაში მყიდველმაც და გამყიდველმაც ზუსტად იცის იმ ქონების ფასი, რასაც ყიდის ან ყიდულობს. სხვა შემთხვევაში, ანუ თუ კლიენტი შემთხვევით მაკლერს მიაკითხავს, არ არის დაზღვეული, მაკლერის სუბიექტური გადაწყვეტილების „მსხვერპლი“ გახდეს,“ – ამბობს ილია ინაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100