სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყვავი თეთრია თუ მწვანე?

ტელეკომპანია რეალ ტვ-მ უცნობი ტყუილში გამოიჭირა. ექსკლუზიური კადრებით დასტურდება, რომ ქართველი „წმინდა გიორგი“ მაყურებელს ურცხვად ატყუებდა.
საქმე ისაა, რომ მაშინ, როდესაც უცნობი „პირდაპირი ეთერიდან“ იჭაჭებოდა და ხელისუფლების ტყუილებსა და ათას უბედურებაზე აბრახუნებდა რადიკალურ აზრებს, ეს „ათას მინდორზე გადამხტარი“ გრეჩო, თურმე, პირდაპირ ეთერში კი არა, აეროპორტში იყო და სტამბულში ბიძინა გეგიძესთან ერთად მიდიოდა საგულაოდ.
საწყალ, გაუბედურებულ და გულუბრყვილო მაყურებელს კი ეგონა, „ჩვენი გივარგი“ აგერ პირდაპირ ეთერშიაო და გულაჩუყებული უსმენდა. ამ დროს კი, უცნობს სულ ფეხებზე ეკიდა „პირდაპირიც“ და მაყურებელიც. ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის დააგემოვნებდა თურქულ ჩაის.
თუმცა, საოცარი ისაა, რომ „გრეჩიხების“ ფანებს უცნობის ურცხვი ტყუილი და მაყურებლისთვის თვალებში ნაცრის შეყრა არც კი გაუპროტესტებიათ. ჯერჯერობით ღალატზე წასწრებული ცოლივით საეჭვოდაა გაყუჩებული ტელეკომპანიის მფლობელი, მამუკა ღლონტიც.
დუმს დიდი და ბრძენი გრეჩიხაც. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა მსგავს სიცრუეში ხელისუფლების ან გრეჩიხებისთვის მიუღებელი რომელიმე პოლიტ-ფიგურა რომ გამოეჭირათ?
ალბათ ხბოს აღტკინებით მოსდებდნენ მთელ დუნიას - აი ხომ ხედავთ, როგორ გვატყუებენ, გამოდით ხალხო ქუჩაში, დავამხოთ ეს ხელისუფლებაო.
ახლა კი, იცოცხლე, არიან გამწარებულები და გაყუჩებულები. თუმცა, რა მერე, როგორც ჩანს, მორიგი ცრუპენტელობა უცნობს კვლავ დედის რძესავით შეერგება, რადგან მისი ფან-კლუბისთვის სულ ერთია ყვავი თეთრი იქნება თუ მწვანე, მთავარია ყოველდღიური საზრდო - გრეჩიხების ბოღმიანი ლაქლაქი არ მოაკლდეთ.
თუმცა, გაუგებარია მამუკა ღლონტის პოზიცია - წებონაჭამივით რომ დუმს და თავის „საფირმო“ ფრაზებით რომ არ წაგვჭამა ყურები. ერთი აგვიხსნას ბატონმა ღლონტმა - რა ჰქვია უცნობის ამ საქციელს? რა, ის არაა ამ სიცრუის მორევზე პასუხისმგებელი?
თქვე დალოცვილებო, სტამბული და კაი ცხოვრება თუ გინდათ, თქვით პირდაპირ, რას გვიმალავთ და რას „გველაივებით“? თუ მაყურებელი ცხვრის ფარა გგონიათ, საითაც გინთად, იქით რომ მიერეკებით?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100