თონის მჭადი
გაცრილი სიმინდის ფქვილისაგან მოვზილოთ შედარებით მაგარი ცომი. დავყოთ პატარა ნაჭრებად, გავაბრტყელოთ, მივცეთ მოგრძო ფორმა და ჩავაკრათ გახურებულ თონეში. თონეს დავახუროთ ტომარა, შემდეგ მოვხადოთ იგი და მოვხსნათ გამომცხვარი ჭადები.
თონეში გამოსაცხობი მჭადის ცომი შეიძლება მოვზილოთ საფუარზე (ისევე როგორც თონის პური), დავაყოვნოთ რამოდენიმე ხანს, სანამ გაფუვდება ცომი, შემდეგ დავაგუნავოთ პურის ფქვილში, მივცეთ მოგრძო ფორმა და ჩავკრათ გახურებულ თონეში.
მჭადების გამოსაცხობად თონე უფრო ცხელი უნდა იყოს, ვიდრე პურისთვის.
კომენტარი