ბატი კვერცხით
მასალა:
ბატი
ხახვი - 4-5 თავი
კვერცხი - 4-5 ცალი
მარილი - გემოვნებით.საშუალო ოდენობის მსუქანი ბატი ნაჭრებად დავჭრათ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვხრაკოთ, სანამ თავის ქონს არ გამოუშვებს.
ჩავყაროთ ქვაბში წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშვისთანავე დავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს. როცა მზად იქნება, დავაყაროთ მარილი, ჩავახალოთ კარგად გათქვეფილი კვერცხები და ხარშვის დასრულებისას გადმოვდგათ ცეცხლიდან.
კომენტარი