სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ და რა ფასად ჩაიბარებს წელს ყურძენს?

შემოდგომის დადგომასთან ერთად კახელ გლეხებს საფიქრალიც ემატებათ – "რთველი - 2010" დაიწყო.
დფსდფსდფსდფ
რუსეთის მხრიდან ემბარგოს გამოცხადების შემდეგ გლეხებისა და მეღვინეებისთვისაც რთველი არათუ სასიამოვნო, არამედ შიშისმომგვრელ მოვლენად გადაიქცა, გლეხებმა ის არ იციან, ვინ ჩაიბარებს მათ ყურძენს, მეღვინეებმა კი ის, თუ სად და როგორ გაყიდონ მოწეული ღვინო.
დფსდფსდფსდფ
ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ჩივის, რომ გასულ წელს დაყენებული ღვინოც კი არ გაუყიდია და წელს თავისუფალი ჭურჭელი არა აქვს. წელს ყურძნის მოსავალი შედარებით ნაკლებია, მიზეზი გაზაფხულზე მომხდარი ხშირი სტიქიური უბედურებებია. სულ კახეთში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. ეს არის ყურძნის მოსავლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მაგალითად, 2007 წელს ყურძნის მოსავალმა 227 ათას ტონას გადააჭარბა.
დფსდფსდფსდფ
ყურძნის ყველაზე მეტი მოსავალი – 21 180 ტონა გურჯაანშია მოსალოდნელი. 2 958 ტონა ყურძენს ელიან დედოფლისწყაროს რაიონში, 5 155 ტონას – ახმეტის რაიონში, 16 400 ტონას – ყვარლის რაიონში, 5 907 ტონას – ლაგოდეხის რაიონში, 9 088 ტონას – სიღნაღის რაიონში, 10 507 ტონას _ თელავის რაიონში, 14 389 ტონას – საგარეჯოს რაიონში. აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა – საფერავი და 4 335 ტონა – ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი.
დფსდფსდფსდფ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისთვის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო. დადგინდა ყურძნის ფასებიც, რაც რქაწითელისთვის – 30, ხოლო საფერავისთვის 40 თეთრით განისაზღვრა. ამას დაემატება სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა: საფერავისთვის – 25 თეთრი და რქაწითელისთვის – 30 თეთრი. როგორც ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავარკვიეთ, ამ ეტაპისთვის რეგიონში ყურძენს იბარებს კომპანია „გრუზ ვინ პრომი“. ქარხნის მიერ გადახდილ თანხას გლეხები 10 დღის ვადაში იღებენ. "გრუზ ვინ პრომი" სახელმწიფო საწარმოა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს, კახეთში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, ამისთვის 20-მდე ქარხანაა მობილიზებული. "სამწუხაროდ, მინისტრმა ის არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქარხნები შედიან მობილიზირებულთა ნუსხაში, თორემ საქმეც უფრო გამიადვილდებოდა და ნათელსაც მოვფენდი ამ საკითხს. "ვეძიე და ვერა ვპოვეო", დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი კახელი გლეხივით, რომელიც კარდაკარ დადის და კითხულობს: გინდათ ყურძენი? შენ ხარ იმ ოცეულის წევრი?"
პასუხიც გამუდმებით ერთნაირია: ზოგს გასული წლის ღვინო ვერ გაუყიდია და ჭურჭელი არა აქვს, ზოგსაც თავისი ვენახებიდან აღებული მოსავალიც აკმაყოფილებს და მეტი აღარ სჭირდება, ასე მაგალითად: საკუთარ მოსავალს დასჯერდნენ წელს ისეთი ქარხნები, როგორებიცაა: „ქინძმარაულის მარანი“ და „თელავის ღვინის მარანი“. დამატებით ყურძნის მიღებაზე უარს აცხადებენ ზეგაანისა და ვაჩნაძიანის ღვინის ქარხნები, ასევე კომპანია „ყვარლის გვირაბი". კომპანიები: „თელიანი ველი“, „თბილისის მარანი“, „ჯი-ვი-ესი“ და „მეღვინეობა ხარება“ გლეხობის მიერ მოყვანილი ყურძნის ხარისხით არიან უკმაყოფილო და აცხადებენ, რომ ის ევროპული სტანდარტების ღვინის დასამზადებლად არ გამოდგება. 10 სექტემბრიდან რთველი აქტიურ ფაზაში შევა. ჩვენ შევეცდებით უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ რთველის მიმდინარეობის შესახებ და ამასობაში იქნებ ისიც გავარკვიოთ, იმ "ჯადოსნურ ოცეულში" რომელი ქარხნები შეიყვანა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დფსდფსდფსდფ
იქამდე კი "რთველი 2010" დაიწყო და საქმეს ისეთი პირი უჩანს, გვინდა თუ არ გვინდა, გვჭირდება თუ არ გვჭირდება, ყველას აგვივსებენ გოდოლებს ყურძნით.
დფასფსდგფსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100