ჩხრეკები შეშფოთებას იწვევს “საქართველოს შესაძლებლობაზე ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ - შაჰინი
ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი გამოცემა The Hill-თან საუბრისას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ , Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ქმედება კითხვებს აჩენს "საქართველოს უნარზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".
სენატორი აღნიშნავს, რომ “საქართველოს მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას აქვთ უფლება, რომ მათი ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ“.
ქართველ ხალხსა და მის სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, გაგონილი და პატივცემული იყოს მათი ხმა - [რაც] ცენტრალური პრინციპია ნებისმიერი ჯანმრთელი დემოკრატიული სისტემის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაარკვევს ამ კონკრეტულ ცნობებს და სერიოზულად მიიღებს მათ", - განაცხადა შაჰინმა.
გუშინ თბილისსა და ქუთაისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლი. ჩხრეკა იყო კომპანია Concentrix-ის ოფისში. გარდა ამისა ჩხრეკა იყო ეთო ბუზიაშვილის სახლშიც, რომელიც Atlantic Council-ის მკვლევარია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებნე, რომ ჩატარებული ჩხრეკები „ქოლცენტრების საქმიანობას” უკავშირდებოდა.
კომენტარი