მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ - განცხადება გიორგი ჩალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, პაციენტი "ვივა მედის" შენობიდან არ გაჰყავთ.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი გადაჰყავთ რეანიმაციაში. ამწუთას ჩამოვედი პირად ექიმთან საუბრის შემდეგ, მატობი ზურაბიც საქმის კურსშია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, კრიტიკულ ზღავრზე. სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად საჭიროა პრეზიდენტი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა და ღონისძიებები, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნდეს. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ყველაფერზე საუბარი. ის არ გაყავთ კლინიკიდან. დღეს დადგა მზაობის საჭიროება. ჩემი განცხადება არ არის ვინმეს საწინააღმდეგო, ეს არ ნიშნავს ბრალდებას. ეს არის მძიმე ფაქტი. მიხეილ სააკაშვილი გადაჰყავთ რეანიმაციაში. ეს არიუს ოფიციალური სტატუსი, რომელსაც ოფიციალურად გიდასტურებთ.ჩემგან რაიმე განცხადება, რომ ის საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის აპარატს, იქნება სპეკუკლაცია",- ამბობს გიორგი ჩალაძე.
კომენტარი