სააკაშვილი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მიზნით შემოიყვანეს - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობა" ისევ რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, პრემიერმა ოპოზიციას ისევ თითი დაუქნია და გააფრთხილა, რომ ხელისუფლების გადაბრუნების უფლებას არავის მისცემს.
გახსოვთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოიყვანეს მათი ყოფილი ლიდერი ერთადერთი განზრახვით და მიზნით, რომ აქ მომხდარიყო რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს ჩაუვარდათ, ყველას ჩაუვარდება, ყველას გაეცემა უმკაცრესი პასუხი! ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს!, - თქვა ღარიბაშვილმა.
კომენტარი