სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა ქაცარიძე ძალით არავის აუცრია, შეუძლებელია ვაქცინამ აცრიდან 2 კვირის შემდეგ ადამიანს გულის შეტევა დამართოს - გიორგი ელიზბარაშვილი

ნიკა ქაცარიძე ძალით არავის აუცრია. რესტორანში აღარ მიშვებენო პოსტს სმაილებით წერდა, იმავე დღეს დედასთან ერთად გადაღებული ფოტოც დადო, გულებით და წარწერით „დედა-შვილი აცრილები", - ამის შესახებ გიორგი ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვაქცინა თავის შესაძლო უკუჩვენებას აცრიდან მაქსიმუმ 45 წთ-ში ავლენს! შეუძლებელია „ფაიზერმა“ ან, რომელიმე სხვა ვაქცინამ აცრიდან 2 კვირის შემდეგ ადამიანს გულის შეტევა დამართოს!

ნიკა ქაცარიძე ძალით არავის აუცრია. რესტორანში აღარ მიშვებენო პოსტს სმაილებით წერდა, იმავე დღეს დედასთან ერთად გადაღებული ფოტოც დადო გულებით და წარწერით „დედა-შვილი აცრილები"

მინიმუმ 1 დოზით უკვე 4 მლრდ-ზე მეტი ადამიანია აცრილი. ცას ვერავინ გამოვეკიდებით, მაგრამ ჩვენი გარდაცვალების მიზეზი არც „სინოფარმი“ იქნება და არც ფაიზერი!,“ - წერს გიორგი ელიზბარაშვილი.

მსახიობი ნიკა ქაცარიძე გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100