"ამდენი ტკივილის მერე კარგი ამბავი მაქვს" - ჟურნალისტი ნინო შუბლაძე დაქორწინდა
ჟურნალისტი ნინო შუბლაძე დაქორწინდა. "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის რჩეული აჭარის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი, ვალერი თელიაა.
"რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში... ამდენი ტკივილის და ცუდის მერე - ერთი კარგი ამბავიც მაქვს. როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე ვალერი და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
კომენტარი