სისტემა პრაქტიკულად დალპა, არანაირი ნდობა ჩვენს საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნია - მამუკა ხაზარაძე შაქარაშვილის საქმეზე
პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახს მიუსამძიმრა და ქვეყანაში არსებული საგამოძიებო სისტემა შეაფასა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, სისტემა პრაქტიკულად დალპა. არანაირი ნდობა ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს არ გააჩნიათ.
"არ არსებობს ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ.ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობისა და სამართლის აღქმა, არ არსებობს ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ.
ჟურნალისტებს მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან მათ, პრაქტიკულად, თავიანთი ინიციატივით ისეთი საკითხების გამოძიება შეძლეს, რომელიც გამოძიებას არ აქვს. "ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ ამ რეფორმას გავატარებთ, ჩვენ დავშლით ამ მანკიერ საბჭოთა საგამოძიებო სისტემას პროკურატურაში, სუს-ში და ასევე ბიზნესმენებს მოვაშორებთ წნეხს, რომელიც საგადასახადო პოლიციის სახით არსებობს.
ჩვენ შევქმნით ცალკე მდგომ ეროვნულ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც მაღალი დონის სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. ამ სერიოზული რეფორმების შედეგად, ჩვენ, ყველას, საზოგადოებას გაგვიჩნდება იმის რწმენა, რომ არსებობს ერთი ცალკე მდგომი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ჩაატარებს მსგავსი ტიპის გამოძიებას" - განაცხადა ხაზარაძემ.
კომენტარი