"ერთ-ერთმა ძმამ ფოთში თავი ჩამოიხრჩო, ეს რომ მეორე ძმამ გაიგო, რომელიც უცხოეთში იყო, ამდგარა და მაღალ სართულიანი შენობიდან გადმომხტარა" - საშინელი ტრაგედია ფოთში
საშინელი ტრაგედია მოხდა ქალაქ ფოთში. ახალგაზრდა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო, ხოლო როდესაც ეს ამბავი მისმა ემიგრანტმა ძმამ გაიგო, ადგა და მაღალი შენობიდან გადმოხტა უცხოეთში.
"თვალი გავახილე და დამხვდა ეს ტრაგედია... ერთ-ერთმა ძმამ ფოთში თავი ჩამოიხრჩო, ეს რომ მეორე ძმამ გაიგო, რომელიც უცხოეთში იყო, ამდგარა და მაღალ სართულიანი შენობიდან გადმომხტარა. ორი ანგელოზი, გიგი და გიო გუჯაბიძეები დავკარგეთ.
ჩემი ახლობელი ოჯახი ასეთ დიდ განსაცდელშია, რა ვთქვა აღარ ვიცი გაშეშებული ვარ"- წერს ჟურნალისტი მარიამ ქობულია სოციალურ ქსელში.
დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომ გარდაცვლილები 20 და 24 წლის ბიჭები არიან. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი მათთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.
კომენტარი