სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიეგო მარადონამ გულშემატკივარს „ავტოგრაფად“ წიხლი უთავაზა (ვიდეო)

არაბეთის გაერთიანებული საემიროების საფეხბურთო კლუბ „ალ–ვასლიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ქვეყნის თასზე ჩასატარებელი მატჩის წინ, „ემირეითსთან“ შეხვედრის დაწყებამდე ერთ–ერთ გულშემატკივარს წიხლი ჩააზილა.

მატჩის დაწყებამდე დიეგო მარადონა მასპინძელთა სექტორის ბანერთან მივიდა, რათა ფოტო „ალ–ვასლიას“ ემბლემის ფონზე გადაეღო, სადაც მისივე ორი წლის შვილიშვილის სერხიო აგუერო ბენხამინეს გზავნილი იყო აღბეჭდილი: „ბაბუ, მე მიყვარხარ და მხარს გიჭერ. ბენხა“.

სწორედ ამ დროს ტრიბუნიდან რამდენიმე გულშემატკივარი მოედანზე გამოვარდა, რათა თავიანთი კუმირისთვის შეხების შანსი ხელიდან არ გაეშვათ. ამაზე მარადონამ მუჯლუგუნებით უპასუხა, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა წყობილებიდან არა მათ, არამედ ბანერს უკან ჩასაფრებულმა გულშემატკივრებმა გამოიყვანეს. ერთ–ერთმა მათგანმა ბანერის ქვედა ნაწილი სწორედ მაშინ ასწია, როცა დიეგო ფოტოაპარატების წინ პოზირებდა და მაშინვე „ავტოგრაფი“ – მარადონასგან ჩაზელილი წიხლი მიიღო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100