სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორი ქალი დააკავეს

50 ლარი ნივთის შესაძენად - ნოზაძის დაჭრის მოტივი, სავარაუდოდ, ფული გახდა, რომლის დაბრუნებასაც ბრალდებული ითხოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავი2" ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ირაკლი ნოზაძის დაჭრას წინ უძღოდა სოლისტის კონფლიქტი ჯანჯღავასთან. გოგონა მომღერალს იმ ნივთის გადაცემას სთხოვდა, რომლის შესაძენად 50 ლარი გადასცა.

ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჯერ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყვიროდა და მომღერალს სადარბაზოსთან ჩამოსვლას სთხოვდა, სიტუაციის განსამუხტად ეზოში ნოზაძის მეგობარი ჩავიდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჯანჯღავამ ჩხუბი გააგრძელა, ეზოში ქუჩის ბიჭების სოლისტიც ჩავიდა, რა დროსაც მას დანა ჩაარტყეს.

ქუჩის ბიჭების წევრის, ზურაბ ხაჩიძის, ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის დროს თამთა ჯანჯღავა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ თამთა ჯანჯღავას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. 20- საათიანი ძებნის შემდეგ ის სამართალდამცავებმა ისანში დააკავეს.
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი - ნათია თოფურია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100